საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა

08 მაი, 2017 339


  საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებით მეორე ტურში  ემანუელ მაკრონმა ხმების 65,1 პროცენტი მიიღო, მარინ ლე პენმა კი - 34,9 პროცენტი.  39 წლის ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება. მაკრონის შტაბში გამარჯვებას უკვე ზეიმობენ.

  
  ემანუელ მაკრონი 1977 წელს საფრანგეთში ქალაქ ამიენსში დაიბადა. მან ძირითადი განათლება საკუთარ ქალაქში მიიღო, მოგვიანებით კი პარიზის ნანტერის უნივერსიტეტში ფილოსოფიის მიმართულებით გააგრძელა სწავლა. კარიერის დასაწყისში მუშაობდა საჯარო მოხელედ, შემდეგ დაინიშნა საინვესტიციო ბანკირად. 2014 წლის აგვისტოში, პრემიერ ვალსის მთავრობაში ეკონომიკის, მრეწველობისა და ციფრულ საქმეთა მინისტრად დაინიშნა; მინისტრის ამპლუაში გაატარა ბიზნესისთვის სასარგებლო რეფორმები. 2016 წლის აგვისტოში მაკრონი გადადგა, რათა მონაწილეობა მიეღო საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: