ქუთაისის მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქ ხარკოვში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ

25 აპრილი, 2017 356


  ქალაქ ხარკოვში, საერთაშორისო ტურისტულ ფორუმზე ოფიციალური ვიზიტით ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი და ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ზვიად ყიფშიძე იმყოფებოდნენ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,ტურიზმის განვითარებისა და სტუმართმოყვარეობის თანამედროვე მეთოდები" დელეგაციის წევრებმა ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს. ასევე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ყანჩელმა ქალაქ ხარკოვის ხელმძღვანელობასა და ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: