ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა

21 მარტი, 2017 480


   ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარი გაიხსნა. იგი  300 ძაღლზეა გათვლილი და მის მოსაწყობად 200000 ლარი დაიხარჯა. თავშესაფარი ააიპ ,,სპეციალური სერვიზების’’ მიერ თანადაფინანსებით მოეწყო. იმერეთის გუბერნატორის მოადგილის, იოსებ ხახალეიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის თავშესაფარი იმერეთის მასშტაბით ჯერჯერობით მხოლოდ ქუთაისშია.
  ,,სამწუხაროდ იმ დონის თავშეაფარი, როგორიც ქუთაისში გაიხსნა, ჯერჯერობით მუნიციპალიტეტებში არ გვაქვს, მაგრამ  დაცულია ის მინიმალური სტანდარტები, რასაც ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები მოითხოვენ. შევეცდებით უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტებს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რომელიც  ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარს აქვს და უკვე ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით თანხების მოძიებას, რათა  შევძლოთ სხვა თავშესაფრების მშენებლობაც’’- აცხადებს ხახალეიშვილი.
  ახლად გახსნილი თავშესაფარი საქართველოს ცხოველთა  ფედერაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მირანდა ჩოგოვაძის თქმით, კარგია თუ თავშესაფარში არსებული მდგომარეობა მუდმივი იქნება  და  არა მხოლოდ სტუმრებისთვის მოწყობილი.
  ,,დღეს მოწვეული სტუმრების რანგში ვართ და დღეის მდგომარეობით მოგვწონს ეს სიტუაცია, თუმცა კარგი იქნება, თუ ეს იქნება მუდმივი. თუ ყოველთვის  ასეთი სისუფთავე დაგვხვდება და ყველაფერი ევროსტანდარტის დონეზე იქნება მოწყობილი, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით’’- აცხადებს ჩოგოვაძე.
  თავშესაფარი მომსახურებას მოსახლეობასაც სთავაზობს, რომლებსაც  მოვლა-პატრონობის მიზნთ ადგილზე ძაღლების მიყვანა შეუძლიათ. ძაღლების მოვლა-პატრონობასთან ერთად ხდება უპატრონო ცხველების უსასყიდლოდ გაჩუქებაც. ქუთაისში ცხოველთა მუნიციპალური თავშეფასრიდან მიმდინარე წელს 35-მდე ძაღლი გაჩუქდა.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: