მაშველებმა სარფის სანაპიროზე შტორმის დროს 16 ადამიანი გადაარჩინეს

15 აგვისტო, 2016 670





შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბათუმში, ძლიერი, უხვის ნალექის გამო დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშოები განახორციელეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.

"შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შემოსულ 60-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს მყისიერი რეაგირება. მწვანე კონცხსა და სარფის სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის დროს, შსს-ს მაშველებმა 16 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც", - აცხადებენ შსს-ში.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: