საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა

30 აპრილი, 2016 601



 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება ღია ცის ქვეშ, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაიმართა. საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად სურსათის ეროვნული სააგენტოს და ქვეყნის ვეტერინარები შეიკრიბნენ. ჩატარდა შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია. ვეტერინარებმა ცხოველთა მეპატრონეებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს. 
წელს ვეტერინარების საერთაშორისო დღის სლოგანია „უწყვეტი განათლება ერთიანი ჯანმრთელობის დასაცავად". 
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის განცხადებით, ვეტერინარების პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა მნიშვნელოვანია პროფესიის პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების წახალისებას. მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ცხოველების ჯანმრთელობის დასაცავად, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის წინაპირობაა.
ვეტერინარიის საერთაშორისო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციის (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: