ქუთაისში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

19 აპრილი, 2016 741


 

ქუთაისში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.„სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის"-ასეთია პროექტის სახელწოდება, რომლის მიზანს სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენს. დაგეგმილია კონკურსის გამოცხადებაც, რომლის ფარგლებშიც 14 ახალი სოციალური საწარმოს დაფინანსებაა დაგეგმილი. თითო საწარმო მაქსიმუმ 8 000 ევროთი დაფინასდება. პროექტი3 წლიანია და ერთობლივად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრისმიერ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება .

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: