გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს მაშველებს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

02 მარტი, 2016 680


შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილღონისძიებას დაესწრო.

შს მინისტრმადამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. გიორგი მღებრიშვილმა, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გამოფენა და სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა გასული წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე ჩატარდა სიმულაციური ჩვენება:

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმატებული თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: