საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. 45 ოჯახი უკვე მესამე დღეა ქუთაისისა და ტყიბულის სასატუმროებში იმყოფებიან და ელოდებიან თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
12 მარტს გამთესიისას განვიტარებული მეწყერი სოფელ კურსებში, კვლავ აქტიურია, მიწა კვლავ მოძრაობს და დანგრეული სახლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.




















