NASA-ს როვერის Perseverance („შეუპოვრობა“) ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, უამრავი ადამიანის მაიდენტიფიცერებელ წარწერასთან ერთად – წარწერა „აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით“ – იყო.
სოხუმელი ბლოგერი გიორგი ჯახაია წერს, რომ მას შემდეგ, რაც ნასამ მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებს, როვერზე საკუთარი მონაცემები გაგზავნა:
სარეგისტრაციო ველში, სახელის ადგილას მან ჩაწერა ფრაზა – „Abkhazia is Georgia“(აფხაზეთი საქართველოა), ხოლო შემდეგ ველში ჩაწერა: „WE WILL COME COME BACK“(ჩვენ დავბრუნდებით).
გიორგი ჯახაია საკუთარ ბლოგზე წერს, რომ,„როვერის ბორტკომპიუტერზე, უამრავ მონაცემთან ერთად, ეს წარწერაც იყო, როცა ის მარსზე დაეშვა“.
ცნობისთვის, ნასამ გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მარსზე დაშვებულმა როვერმა გადაიღო.









